უკრაინაში კორონავირუსის 8 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 626 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 8 325 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 626 პაციენტი, ხოლო 116 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 443 ბავშვი და 306 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 964 448 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 581 162 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 585 პაციენტი კი გარდაიცვალა.