უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 7 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 116 ადამიანი დაიღუპა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე უკრინაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“ ის 5 000 მეტი შემთხვევა ვლინდება.
საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 322 879 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 213.