უკრაინაში კორონავირუსის 6 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 622 შემთხვევა გამოვლინდა, 9 274 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 278 პაციენტი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 497 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 050 659 პაციენტი გამოჯანმრთელდა.