უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 804 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 89 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 804 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 89 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 250 538 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 110 650 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 779 პაციენტი კი გარდაიცვალა.