უკრაინაში კორონავირუსის 4 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 4 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 4 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 146 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 92 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 223 322 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 4 353 ლეტალური აღმოჩნდა.

უკრაინაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 98 737-ს აღწევს.