უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 44 ინფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 226 462 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 397-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 370-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 100 ათასს გადააჭარბა.