უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 380 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის სულ 121 215 ადამიანს დაუდასტურდა.
2 557 ინფიცირებული გარდაიცვალა. 57 114 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა. ამჟამად „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 61 544-ს შეადგენს, რაც გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვზე მეტია.