გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსის 16 427 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ვირუსის შედეგად ქვეყანაში 433 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 11 148 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში რეგისტრირებულ კოვიდინფიცირებულებს შორის 628 ბავშვი და 383 მედიკოსია.
უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 მილიონ 903 ათასზე მეტი შემთხვევა. აქედან მილიონ 453 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 38 658 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.