უკრაინაში კორონავირუსის 16 294 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 184 პაციენტი
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 16 294 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 184 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 8 897 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 689 ბავშვი და 631 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან, უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 709 701 შემთხვევა, მათგან 335 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 093 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.