უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 276 შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 430 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 10 240 პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 769 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან მილიონ 362 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 35 017 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.