უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 172 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6 155 გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში დაფიქსირებულია დაინფიცირების 512 652 შემთხვევა, მათ შორის 233 849 გამოჯანმრთელდა, 9 317 გარდაიცვალა.