უკრაინაში ბოლო 24 საათში ჰოსპისტალიზირებული პაციენტების რაოდენობამ 4 838 შეადგინა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 11 145 ადამიანს დაუდასტურდა, 3 877 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა 166 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 68 776 პირს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 546 363 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 257 849 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 29 941 პაციენტი კი გარდაიცვალა.