უკრაინაში კორონავირუსი 4 310 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 220 ბავშვია
უკრაინაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ 4 310 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 7 158 პაციენტი, ხოლო 129 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 220 ბავშვი და 191 მედიკოსია.
უკრაინაში გასულ 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 41 410 ადამიანს ჩაუტარდა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 241 479 შემთხვევაა დადასტურებული, 23 516 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ჯამში ვირუსის გამოსავლენად 6 152 298 ტესტია ჩატარებული.