უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 10 622 ადამიანს დაუდასტურდა, 264 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 10 622 ადამიანს დაუდასტურდა.
უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ჰოსპიტალიზაცია 3 242 ადამიანს დასჭირდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის 501 ბავშვია, 579 კი სამედიცინო მუშაკი.
უკრაინის მასშტაბით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კიევში, ასევე ოდესის, ზაპოროჟიეს, კიევისა და ლვოვის ოლქებში გამოვლინდა.
ბოლო ერთ დღეში უკრაინაში „კოვიდ 19“-ს 264 ადამიანი ემსხვერპლა, 12 549 კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, უკრაინაში „კოვიდ 19“ 919 704 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 535 417 გამოჯანმრთელდა, 15 744 კი დაიღუპა.