უკრაინაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ 3 776 ადამიანს დაუდასტურდა, 145 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ 3 776 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 14 250 პაციენტი, ხოლო 145 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 115 ბავშვი და 172 მედიკოსია.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 47 120 ადამიანს გაუკეთდა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 200 883 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 980 085 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 22 202 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ჯამში ვირუსის გამოსავლენად 6 152 298 ტესტია ჩატარებული.