უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი ხარკოვის ოლქიდან კიევში წმინდა ვოლოდიმერის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მიშა ყაფლანიშვილი ოცდამეორე ქართველია, რომელიც რუსეთ უკრაინის ომს შეეწირა.