უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, 32 წლის დავით ქუჩუკიანი ქალაქ ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს გავრცელდა. ოჯახის წევრების თქმით, დავით ქუჩუკიანი რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე შეუერთდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.

როგორც დავით ქუჩუკიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, ის გამოცდილი ჯარისკაცი იყო და სამხედრო მისიით ავღანეთში ორჯერ იმყოფებოდა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მკვიდრი იყო.