უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

45 წლის მიხეილ თევდორაძე უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. რამდენიმე დღის წინ ის ბახმუტის მისადგომებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ქართველი მეომრების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.