უკრაინაში დაჭრილი „ფოქს ნიუსის“ ოპერატორი გარდაიცვალა
უკრაინაში დაჭრილი „ფოქს ნიუსის“ ოპერატორი გარდაიცვალა

უკრაინაში 14 მარტს დაჭრილი „ფოქს ნიუსის“ ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა, სიუზან სკოტმა თანამშრომლებს განუცხადა.

ზაკრჟევსკი უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს იმყოფებოდა კორესპონდენტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავად ჟურნალისტი ჰოლი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„პიერი იყო ომის რეპორტიორი, რომელიც ყველა საერთაშორისო ახალ ამბავს აშუქებდა ცხელი წერტილებიდან – ავღანეთიდან სირიამდე. ის უკრაინაში თებერვლიდან მუშაობდა. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო და არ არსებობდა როლი, რომლის მორგებაც მას არ შეეძლო – ფოტოგრაფიდან პროდიუსერამდე. ის დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობდა და უდიდესი ოსტატობით აკეთებდა საქმეს“, – განაცხადა „ფოქს ნიუსის“ ხელმძღვანელმა.