უკრაინაში ბოლო სამ თვეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
გასული დღე-ღამის გამავლობაში, უკრაინაში „კოვიდ-19“ 4 158 ადამიანს დაუდასტურდა, 73 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 693 გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით 1 078 251 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 733 558 უკვე გამოჯანმრთელდა, 18 927 კი გარდაიცვალა.
ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გამოვლენილია ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ კიევში, ლვოვის, ნიკოლაევის და კიევის ოლქებში.