უკრაინაში, ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების მზარდი რაოდენობა აღირიცხება
უკრაინაში ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების მზარდი რაოდენობა აღირიცხება. გასულ 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 4 383 ადამიანს დაუდასტურდა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 14 501 პაციენტი, ხოლო 212 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 172 038 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 900 749 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 21 258 პაციენტი კი გარდაიცვალა.