უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 847ახალი შემთხვევა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 847ახალი შემთხვევა.
აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 18 ივლისის მდგომარეობით უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 58 111 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 477-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 756-ით გაიზარდა და ჯამში 30 525 შეადგინა.