უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 48 992 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა 102 971 ადამიანი. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხი 2 244-ს აღწევს, მათ შორის 37 პაციენტი გასული დღის განმავლობაში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია სულ 51 735 პაციენტი.