უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 967 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა 28 პაციენტი.
ამრიგად, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, უკრაინაში აღრიცხულია 96 403 კოვიდინფიცირებული. მათგან 49 737 გამოჯანმრთელდა. 2 144 დაიღუპა.
ამჟამად კორონავირუსისგან მკურნალობს 44 522 ადამიანი.
ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვლინდა ხარკოვის, კიევისა და ლვოვის ოლქებში.