უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსის შედეგად გასული დღე-ღამის განმავლობაში 342 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ლეტალობის რეკორდული მაჩვენებელია.
ვირუსს საერთო ჯამში ქვეყანაში 30 773 ადამიანი ემსხვერპლა.
რეკორდულია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ოდენობაც; ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 5 438 პაციენტია მოთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, უკრაინაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა.