უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 174 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 174 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 174 შემთხვევა გამოვლინდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19“-ით 39 ინფიცირებული გარდაიცვალა. 374 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა კიევში – 244 და ლვოვის ოლქში – 186.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია სულ „კოვიდ-19“-ის 138 068 შემთხვევა. გარდაიცვალა 2 877 ადამიანი, 62 606 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.