უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 13 514 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 285 ინფიცირებული
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 285 კოვიდინფიცირებული. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 13 514 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 15 327 პაციენტი.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 872 228 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 480 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 755 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საყოველთაო კარანტინი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამასთან, 8-დან 15 იანვრამდე ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვები – ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი იმოქმედებს.