უკრაინაში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას 141 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას 141 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა 6 719 ახალი ინფიცირებული. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა ხარკოვის ოლქში. მას მოსდევს ოდესის, პოლტავისა და კიევის ოლქები.
სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლინდა კორონავირუსის 315 826 შემთხვევა. ჯამში, ვირუსის შედეგად გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 5 927 პაციენტი. განიკურნა 132 219 ინფიცირებული.