უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 2 905 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 2 905 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 53 ინფიცირებული, 1 267 პაციენტი კი, განიკურნა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 159 702 შემთხვევა, საიდანაც 70 810 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსული ინფექცია ფატალური სულ 3 264 ადამიანისთვის აღმოჩნდა.