უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19-ის“ 8 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 155 პაციენტი
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 752 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 155 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“ 387 481 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 158 928 უკვე გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 7 196-ს აღწევს.