უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5 676 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 131 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5 676 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 131 პაციენტი, ხოლო 83 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 105 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 778 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 588 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უკრაინაში დღეიდან 25 იანვრამდე მკაცრი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.