უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 479 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 479 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 438 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას 416 328 კოვიდინფიცირებული გადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 921 244 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 38 658 ადამიანი.