უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 11 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 167 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსისგან 6 048 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 167 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 813 306 შემთხვევა, მათ შორის 418 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 588 გარდაიცვალა.