უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 113 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 621, გარდაიცვალა 72 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 113 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 621 პაციენტი, ხოლო 72 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 24 978 ადამიანს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 025 989 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 658 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 774 პაციენტი კი გარდაიცვალა.