უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 334 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 850 პაციენტი. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 202 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 39 286 პირს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 078 251 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 733 558 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 927 პაციენტი კი გარდაიცვალა.