უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 742 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 314 პაციენტი, ხოლო 213 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 547 ბავშვი და 481 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 956 123 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 574 536 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 469 პაციენტი კი გარდაიცვალა.