უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 8 312 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 173 პაციენტი.
მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსისგან 3 394 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 378 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 7 041 პაციენტი გარდაიცვალა, 155 026 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.