უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 333 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში დაავადება 11 476 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 044 ინფიცირებული. ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 606 ბავშვი და 357 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 565 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ჯამში მილიონ 268 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 30 431-ს შეადგენს.