უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 72 ინფიცირებულისთვის ფატალური აღმოჩნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 103 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა კიევში დაფიქსირდა – 428, ასევე ხარკოვის ოლქში – 292, ტერნოპოლის ოლქში – 280.
უკრაინაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 151 859 შემთხვევა. აქედან 68 346 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 148 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.