უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 73 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 062 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 951 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 275 ბავშვი და 199 მედიკოსია.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 281 239 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 302 პაციენტი გარდაიცვალა, 119 650 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი დაუდასტურდა 17 436 ბავშვსა და 18 607 მედიკოსს.