უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 732 ადამიანი დაინფიცირდა, 19 გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 732 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 110 ბავშვი და 78 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭო ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 82 872 შემთვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 011 პაციენტი გარდაიცვალა.
უკრაინაში ვირუსის შემთხვევბის რაოდენობა ივნისის თვიდან მატულობს. აღნიშნული მაჩვენებელი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ნაწილი გააუქმა.