უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 371 ადამიანი დაინფიცირდა, 266 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 903 ინფიცირებული განიკურნა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 652 ბავშვი და 580 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 858 714 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 465 021 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 470 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უკრაინაში საყოველთაო კარანტინი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამასთან 8-დან 15 იანვრამდე ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვები-ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი იმოქმედებს.