უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 18 132 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 326 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 923 ბავშვი და 435 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 614 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ჯამში მილიონ 290 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 31 461-ს შეადგენს.