უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სულ უკრაინაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 65 656 შემთხვევა. გარდაიცვალა 1 616 პაციენტი.
„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ლვოვის, კიევისა და როვნოს ოლქებში გამოვლინდა.