უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 113 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო24 საათში უკრაინაში კორონავირუსი დაუდასტურდა 7 342 ადამიანს, ვირუსისგან კი 2 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 370 417 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 868 პაციენტი გარდაიცვალა, 151 632 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.