უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 93 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 93 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს 7 ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა უქმეებზე ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენობის ტესტი ტარდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 900 666 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 15 247 ადამიანი.