უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 846 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 961 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 846 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 961 პაციენტი, ხოლო 80 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 168 ბავშვი და 176 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 110 015 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 786 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 668 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უკრაინაში 25 იანვრამდე მკაცრი საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.