უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 027 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 64 ინფიცირებული
უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 027 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაიანში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 208 959 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 64 ინფიცირებული. უკრაინაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4 129-ია.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 110 ადამიანი და ჯამში 92 360 შეადგინა.