უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 12 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაკსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
უკრაინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 594 ბავშვი და 535 სამედიცინო მუშაკია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში „კოვიდ-19“-ს 252 ადამიანი ემსხვერპლა, 12 939 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში უკვე მესამე დღეა, რაც გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირების შემთხვევებს აჭარბებს. ყველაზე მეტი შემთხვევა კიევის, ოდესის, ზაპოროჟიეს და ჩერნიგოვსკის ოლქებშია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით 931 751 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 15 996 დაიღუპა, 548 356 კი გამოჯანმრთელდა.