უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 554 შემთხვევა გამოვლინდა, 561 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 554 შემთხვევა გამოვლინდა, 25 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 561 პაციენტი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 438 381 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 946 032 პაციენტი გამოჯანმრთელდა.